შსს: ვან დეიკის ტილოსთან დაკავშირებულ საქმეზე დაკავებული პირები თურქეთის მოქალაქეები არიან

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჰოლანდიელი მხატვრის, ვან დეიკის ტილოსთან დაკავშირებულ საქმეზე თურქეთის ტერიტორიაზე დაკავებულია ეთნიკურად თურქი, თურქეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე.

“ამ დროისთვის შსს-ს ინფორმაციით, თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე დაკავებულია ეთნიკურად თურქი, თურქეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე. თურქეთში შს სამინისტროს ატაშეს ცნობით გამოძიების ამ ეტაპზე როგორც დაკავებული პირების ისე ნივთმტკიცებების საქართველოსთან კავშირი არ ვლინდება“,- განუცხადეს “კვირას“ უწყებაში.
შეგახსენებთ,რომ თურქეთის ქალაქ სტამბოლში  ჰოლანდიელი მხატვრის, ენტონი ვან დეიკის ნახატი აღმოაჩინეს. ამის შესახებ თურქული მედია იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, მანამდე 14-მილიონიანი ნახატი საქართველოში სავარაუდოდ, რუსეთიდან შეიტანეს, რუსეთში კი ევროპიდან. თურქული მედიის ცნობით, ნახატის არალეგალურად გაყიდვას ორი ბიზნესმენი ცდილობდა. ისინი დაკავებულები არიან. არაოფიციალურად გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს დაკავებულები საქართველოს მოქალაქეები იყვნენ. თუმცა თურქმა სამართალდამცავებმა საქართველოს მოქალაქეების დაკავების შესახებ ინფორმაცია არ დაადასტურეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები