მიხეილ ჯანელიძე საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე დღეს, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელ ელჩს იანოშ ჰერმანს შეხვდა.
როგორც „კვირას” საგარეო უწყებიდან აცნობეს, მხარეებმა ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული რეფორმების ეფექტიანი განხორციელების მექანიზმებსა და საქართველო-ევროკავშირს შორის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
შეხვედრაზე ასევე, ხაზი გაესვა ევროკავშირის როლს საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის პროცესში, მათ შორის, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ფუნქციონირებით.
შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა საქართველოს რეგიონულ და სატრანზიტო მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებზე. მხარეებმა ასევე, მიმოიხილეს ევროინტეგრაციის საკითხთა კომუნიკაციის სტრატეგიის ფარგლებში 2016 წელს დაგეგმილი ღონისძიებები.
დასასრულს, იანოშ ჰერმანმა მიხეილ ჯანელიძეს სამომავლო საქმიანობაში, ახალ თანამდებობაზე წარმატებები უსურვა.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის დღის წესრიგის წარმატებით განხორციელების მიზნით, აქტიურ თანამშრომლობას განაგრძობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები