თინა ხიდაშელი საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ დავით ზალკალიანის დაბრუნებას მიესალმება

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ დავით ზალკალიანის დაბრუნებას მიესალმება.
,,მე ამაზე არანაირ კომენტარს არ გავაკეთებ, ამ ყველაფერზე ჯანელიძემ უნდა ისაუბროს, თუმცა დათოსთან დაკავშირებით ჩემი დამოკიდებულება უაღრესად პოზიტიურია და ეს ყველამ იცის. ამიტომ ამაში რაიმე სიახლე არ იქნება. მივესალმები, თუკი ის ამ გადაწყვეტილებას მიიღებს”, – განუცხადა ჟურნალისტებს თინა ხიდაშელმა.
შეგახსენებთ, რომ დავით ზალკალიანმა საგარეო საქმეთა სამინისტრო მაია ფანჯიკიძის გადადგომის შემდეგ დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები