თურქეთში საქართველოდან კონტრაბანდულად გატანილი 14-მილიონიანი ნახატი აღმოაჩინეს

თურქეთში საქართველოდან კონტრაბანდულად გატანილი ვან დეიკის 14-მილიონიანი ნახატი აღმოაჩინეს.
ცნობილი ხდება, რომ თურქმა სამართალდამცველებმა ორი ქართველი ბიზნესმენი დააკავეს.
ისინი ცდილობდნენ, მე-17 საუკუნეში მოღვაწე ცნობილი ჰოლანდიელი მხატვრის ანტონ ვან დეიკის ფერწერული ტილოს გაყიდვას.
“მოამბის“ ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორიაზე ვან დეიკის ნახატი, რომელიც საქართველოში დაცული არასდროს ყოფილა და არცერთ მუზეუმსა თუ რეგისტრირებულ კერძო კოლექციებში არ ირიცხება.
არსებობს ვერსია, რომ საქართველო კონტრაბანდული გზის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იყო და ნამუშევარი რუსეთიდან, საქართველოსა და თურქეთის გავლით, ევროპაში გაჰქონდათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები