სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს იარაღის ჯილდოდ გადაცემის უფლება მიენიჭება

მინისტრთა კაბინეტმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე „სამოქალაქო ან სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ჯილდოდ გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საკითხი განიხილა.
როგორც სხდომის დასრულების შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა, ცვლილების თანახმად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს იარაღის ჯილდოდ გადაცემის უფლება მიენიჭება.
„მთავრობის დადგენილებით, განსაზღვრული იყო ის უწყებები, რომელთა ხელმძღვანელებსაც აქვთ უფლება, ჯილდოდ იარაღის გადაცემისა. ამ ნუსხას დაემატა კიდევ ერთი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური“, – განაცხადა მღებრიშვილმა.
აღნიშნული უფლებით, ამ დრომდე, სარგებლობდა თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო დაზვერვის სამსახურისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები