დავით ნარმანია: ნებისმიერ მიუსაფარს თავშესაფარში მოათავსებენ

დამატებით გავეცი განკარგულება, იმის მიუხედავად, იქნება თუ არა რეგისტრირებული, ნებისმიერ მიუსაფარს თავშესაფარში განათავსებენ, – ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც ნარმანიამ აღნიშნა, დედაქალაქში არსებული მიუსაფრების ძირითადი კონტინგენტი აღრიცხულია, თუმცა, მიუხედავად ამისა, იმ მიუსაფრებს, რომლებიც აღრიცხულნი არ არიან, თავშესაფარში განათავსებენ მანამ, სანამ მათი ბედი გადაწყდება.
“დედაქალაქში არსებული მიუსაფრების ძირითადი კონტინგენტი, რა თქმა უნდა, აღრიცხულია და ის, ვინც „კარვების ქალაქში“ იყო, გადაყვანილია ახალ თავშესაფარში. იმ შემთხვევაში, თუ დამატებითი მიუსაფარი გამოჩნდება, რასაკვირველია, ჩვენი შესაბამისი სამსახურები მოახდენენ რეაგირებას. როგორც წესი, საპატრულო პოლიციას და სასწრაფო დახმარების სამსახურებს მიჰყავთ შესაბამისი კონტინგენტი ადგილზე და რეგისტრაციას თავშესაფარი ახდენს. დამატებით გავეცი განკარგულება, იმის მიუხედავად, იქნება თუ არა რეგისტრირებული, ნებისმიერ ადამიანს განათავსებენ, ვიდრე მისი ბედი გაირკვევა”, – განაცხადა მერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები