საკრებულოს დეპუტატები 2015 წლის საუკეთესო სპორტსმენის დაჯილდოების ცერემონიალს დაესწრნენ
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე ქეთევან ჯოხაძე და საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება-კონსერვატორები“ თავმჯდომარე ნინო გოგუაძე 2015 წლის საუკეთესო სპორტსმენის დაჯილდოების ცერემონიალს დაესწრნენ.
ღონისძიება, რომელიც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინიციატივით მოეწყო, სპორტის ახალ სასახლეში გაიმართა. 2015 წლის საუკეთესო სპორტსმენთან ერთად, გამარჯვებულები კიდევ 9 ნომინაციაში გამოვლინდნენ. დაჯილდოების ცერემონიალს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პირველი პირები, ცენტრალური და დედაქალაქის მთავრობის წევრები, სპორტული ფედერაციების პრეზიდენტები, ვეტერანი და მოქმედი სპორტსმენები, ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონები, ჟურნალისტები და სპეციალურად მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. ღონისძიება მუსიკალურად ცნობილმა ქართველმა მომღერლებმა და მუსიკოსებმა გააფორმეს.