თურქეთ-საქართველოს შორის სავიზო მიმოსვლის ამოქმედებას ელჩი არ ადასტურებს

თურქეთის მიერ საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის დაწესების საკითხს საქართველოს ელჩი თურქეთში ირაკლი კოპლატაძე არ ადასტურებს.
მისი განცხადებით, ვერსია, რომლის მიხედვითაც, თურქეთი 89 ქვეყანასთან სავიზო რეჟიმს ცვლის და ამ ჩამონათვალში საქართველოც შედის, სიმართლეს არ შეესაბამება.
რაც შეეხება გადაწყვეტილებას სხვა ქვეყნებთან მიმართებაში, კოპლატაძის განცხადებით, თურქეთსა და ევროკავშირს შორის ვიზალიბერალიზაციის საკითხზე მოლაპარაკებების დაწყებას უკავშირდება, რადგან ევროკავშირის ერთ-ერთი პირობა კონტროლის გამკაცრებაა.
„თურქეთსა და ევროკავშირს შორის ახლა იწყება დიალოგი ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით. როგორც ჩანს, ამ მოვლენას უკავშირდება ის დეზინფორმაცია, რომელიც გავრცელდა, თითქოს, ზაფხულიდან შემოღებული უნდა იყოს სავიზო რეჟიმი. მოლაპარაკების რეჟიმში, თითქოსდა, ცალკეულ ქვეყნებში უნდა ყოფილიყო შემოღებული სავიზო რეჟიმი, რასაც თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო არ ადასტურებს“,- განაცხადა კოპლატაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები