მიხეილ ჯანელიძე: ვერ ვხედავთ რაიმე საჭიროებას, რამაც შეიძლება თურქეთთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი შეცვალოს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე კატეგორიულად უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ 2016 წელს თურქეთმა შესაძლოა, საქართველოსთან უვიზო რეჟიმი შეწყვიტოს.
“ამ ეტაპზე ჩვენ ვერ ვხედავთ რაიმე საჭიროებას ან ისეთ გარემოებას, რამაც შეიძლება შეცვალოს საქართველოსა და თურქეთს შორის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი”, – განაცხადა ჯანელიძემ.
კითხვაზე, შედგა თუ არა კონსულტაცია თურქულ მხარესთან, ჯანელიძემ აღნიშნა, რომ ამასთან დაკავშირებით დამატებით კომენტარს მოგვიანებით გააკეთებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები