შს მინისტრმა მაქართის სკოლის ერთადერთი მოსწავლე დაასაჩუქრა
მესაზღვრეების პროფესიულ დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას,მაქართის სკოლის ერთადერთი მოსწავლე ბაჩო წიკლაური საპატიო სტუმრის სტატუსით დაესწრო. ბაჩომ შინაგან საქმეთა მინისტრისგან, ალექსანდრე ჭიკაიძისგან საჩუქარი მიიღო.
ბაჩო წიკლაურმა რამდენიმე ხნის წინ ირაკლი ღარიბაშვილისგან წერილი, სამახსოვრო საჩუქარი, პერსონალური კომპიუტერი და ველოსიპედი მას შემდეგ მიიღო, რაც გაირკვა, რომ ის გუდამაყრის მაქართის სკოლის ერთადერთი მოსწავლეა.
“ბაჩო! ჩვენო პატარა ვაჟკაცო! მთელმა საქართველომ გაიგო, რომ გუდამაყარში, მაქართის სკოლას ერთადერთი ჰყავს – ბაჩო წიკლაური, საამაყო ბიჭი. კარგი სწავლით, დიდი ნებისყოფით და, რაც მთავარია, მშობელი მიწისა და მთების სიყვარულით, შენი ერთგულებით უკვე ემსახურები სამშობლოს!” – წერდა პატარა ბაჩოს ირაკლი ღარიბაშვილი.