შოთაძე ე.წ. შეწყალების საქმეზე: მიუხედავად სადღესასწაულო დღეებისა, გამოძიება ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს

მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე ე.წ. შეწყალების საქმის გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარის, ალეკო ელისაშვილის პრეტენზიებს არ იზიარებს.
„მიუხედავად სადღესასწაულო დღეებისა, გამოძიება მიმდინარეობს ძალიან ინტენსიურად, ყოველდღიურად ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, იმ ფაქტების გადასამოწმებლად, რაზეც მიუთითებს ალეკო ელისაშვილი. შესაბამისად, რაიმე ჩაფარცხვაზე საუბარი, როდესაც გამოძიების რაიმე შედეგებზე არ გვისაუბრია, არასწორია.
საგამოძიებო მოქმედებების ამოწურვის შემდეგ, პირობა დავდეთ, რომ საზოგადოებას დეტალურ ინფორმაციას მივაწვდიდით გამოძიების შესახებ და ამ პირობას აუცილებლად შევასრულებთ”, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.
შეწყალების კომისიის ყოფილმა თავმჯდომარემ ალეკო ელისაშვილმა პროკურატურას “ჩაფარცხვის დაწესებულება” უწოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები