გიორგი ალიბეგაშვილმა მოსახლეობას შობის საუფლო დღესასწაული მიულოცა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა თანამოქალაქეებს შობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა. “შობა არის ერთ-ერთი მთავარი საუფლო დღესასწაული, რადგან სწორედ შობას უკავშირდება მაცხოვრის განკაცება და ის სასწაული, რომელიც ჯვარცმითა და აღდგომით დასრულდა.
შობა არის მარადიული განახლებისა და სიკეთის გამარჯვების რწმენა, იმედი იმისა, რომ ქვეყანა ერთსულოვნებით ყოველთვის შეძლებს ნებისმიერი პრობლემის მოგვარებასა და გამოწვევების დაძლევას.
მთელ საქართველოს ვულოცავ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს. ვისურვებ, ეს წელი საყოველთაო სიყვარულის, მშვიდობის, ჯანმრთელობის, სიუხვისა და ბედნიერების მომტანი ყოფილიყოს’’, – განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.
გიორგი ალიბეგაშვილი სამების საკათედრო ტაძარში საშობაო წირვა-ლოცვას დაესწრო, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მღვდელმთავრებთან და ტაძრის მღვდელმსახურებთან ერთად აღავლინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები