სამხრეთ კორეა 2020 წელს მთვარეზე საკუთარი აპარატის გაგზავნას აპირებს

2020 წლისთვის სამხრეთ კორეა მთვარეზე საკუთარი აპარატის გაგზავნას აპირებს, რომელიც დედამიწის თანამგზავრზე დაეშვება. ამის შესახებ ქვეყნის მეცნიერების სამინისტრო იუწყება.
პროექტის პირველ ეტაპზე – 2016 – 2018 წლებში ამ პროგრამისთვის 169 მილიონ დოლარს გამოყოფენ. კოსმოსური აპარატები სამხრეთ კორეის ტექნოლოგიების გამოყენებით იქნება წარმოებული, თუმცა სამინისტრო „ნასასთან“ და სხვა ქვეყნების აეროკოსმოსურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობას არ გამორიცხავს. კოსმოსური აპარატის რაკეტა ასევე კორეული წარმოების იქნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები