აშშ-ში ზღვის სპილომ ფედერალური ტრასა გადაკეტა – ვიდეო

აშშ-ის კალიფორნიის შტატში ზღვის სპილომ ფედერალური ტრასა გადაკეტა. ზღვის ბინადარი წყლიდან ნაპირზე ამოძვრა და მოძრაობა გადაკეტა. ადგილობრივი ხელისუფლება დაახლოებით ერთი დღე-ღამის განმავლობაში ცდილობდა წყალში მის დაბრუნებას. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
ცხოველი დაახლოებით 500 კილოგრამს იწონიდა. ზღვაში მის დაბრუნებას ნიჩბებით და ხმოვანი სიგნალებით ცდილობდნენ, მაგრამ უშედეგოდ. ამის შემდეგ ზღვის სპილოს ტრანკვილიზატორი გაუკეთეს და ის დააძინეს. შემდეგ კი სპეციალური ავტოპლატფორმის მეშვეობით წყალთან მიიყვანეს და გაუშვეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები