ხაშური–ახალციხე–ვალეს საავტომობილო გზის რეაბილიტაცია სრულდება
საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური–ახალციხე–ვალეს (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის 2- კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია რამდენიმე დღეში დასრულდება
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რეაბილიტაციის პროექტი ითვალისწინებს: გზის საფუძვლის მოწყობას რეციკლირების მეთოდით, ორფენიანი ასფალტ–ბეტონის საფარის დაგებას, ადგილობრივ გზებთან მიერთებების, ბეტონის პარაპეტების, საორიენტაციო ბოძკინტებისა და ლითონის ზღუდარების მოწყობას.
ასევე, გზის ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოებს. სარეაბილიტაციო მონაკვეთზე ძირითადი სამუშაოები უკვე დასრულებულია.
ამ ეტაპზე თვალამრიდი ძელების, წყალგამტარი მილებისა და გზის გვერდულების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნული გზა ერთმანეთთან საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას აკავშირებს. ამავე გზით ხორციელდება საერთაშორისო მიმოსვლა და სატრანზიტო გადაზიდვები და, შესაბამისად, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საგზაო მონაკვეთია.
როგორც დეპარტამენტში აცხადებენ, პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 1 მილიონ 258.400 ათასი ლარია.