ე.წ. სამხრეთ ოსეთი: საქართველოსთან ურთიერთობებს მხოლოდ ჩვენი აღიარების შემდეგ აღვადგენთ

„სამხრეთ ოსეთი საქართველოსთან ურთიერთობებს მხოლოდ თბილისის მიერ მისი სახელმწიფოებრიობის ცნობის და ოსი ხალხის წინააღმდეგ გენოციდის აღიარების შემდეგ აღადგენს“, – ამის შესახებ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ალან კოჩიევმა სააგენტო „სპუტნიკს“ განუცხადა.
კოჩიევმა ეს საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის გიორგი კვირიკაშვილის განცხადების საპასუხოდ თქვა, რომელმაც აღნიშნა, რომ თბილისი ძალზე მტკიცე ნაბიჯებს გადადგამს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ხალხებთან ურთიერთობების მოსაგვარებლად.
სააგენტო „სპუტნიკი“ ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ 2012 წელს, ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს არაერთხელ განუცხადებიათ, რომ მათ ოკუპირებული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მშვიდობიანი გზით დაბრუნება სურთ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები