ისრაელის უზენაესმა სასამართლომ ყოფილ პრემიერ-მინისტრს საბოლოო განაჩენი გამოუტანა

ისრაელის უზენაესმა სასამართლომ საბოლოო განაჩენი გამოუტანა ქვეყნის ყოფილ პრემიერ-მინისტრ ეჰუდ ოლმერტს. სასამართლომ წინა ინსტანციის განაჩენი მნიშვნელოვნად შეარბილა და მას 18-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა.
2014 წელს თელ-ავივის სასამართლომ ოლმერტს 6-წლიანი პატიმრობა და 280 ათასი დოლარის ჯარიმის გადახდა დააკისრა. ეჰუდ ოლმერტი იერუსალიმის მერობის პერიოდში ქრთამის აღებაში იყო ბრალდებული. ოლმერტი კორუფციული სკანდალის გამო 2008 წელს გადადგა. ის ისრაელის ისტორიაში პირველი პრემიერ-მინისტრია, რომელმაც მის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის გამო თანამდებობა დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები