ბელგიაში ტერაქტების მომზადებაში ეჭვმიტანილი ორი პირი დააკავეს

ბელგიის პოლიციამ ორი პირი დააკავა, რომლებიც ახალი წლის დღესასწაულების დღეებში ბრიუსელში ტერორისტულ აქტებს გეგმავდნენ. ამის შესახებ „ბი-ბი-სის“ ბელგიის პროკურატურაში აცნობეს.
ეს პირები კვირას და ორშაბათს ბელგიის რამდენიმე ქალაქში დააკავეს. მათი ვინაობა არ საჯაროვდება. ჩხრეკის დროს სამართალდამცველებმა სამხედრო ტანსაცმელი, ელექტრონული ფაილები და „ისლამური სახელმწიფოს“ პროპაგანდისტური მასალები ამოიღეს. ბელგიაში ჯერ კიდევ მოქმედებს ტერორისტული საფრთხის მაღალი დონე, რომელიც 13 ნოემბრის პარიზის ტერაქტების შემდეგ იყო შემოღებული.
შეგახსენებთ, რომ პარიზის თავდასხმების მთავარი მონაწილენი ბელგიის მოქალაქეები იყვნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები