სირიიდან 450 ადამიანია ევაკუირებული
გაეროს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის და „არაბული ნახევარმთვარის“ დახმარებით სირიიდან 450 ადამიანია ევაკუირებული. მოსახლეობის ევაკუაცია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიხედვით მოხდა.
„ეს ადამიანები თურქეთსა და ლიბანში გადაიყვანეს. ყველას სათანადო სამედიცინო დახმარებას აღმოუჩენენ“, – ნათქვამია ჰუმანიტარული ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაში.
გაეროს მონაცემებით, სირიაში 4,5 მილიონი ადამიანი ბლოკირებულ ტერიტორიებში ცხოვრობს, სადაც ჰუმანიტარული დახმარების მიტანა ძალზე რთულია. 450 ათასი კი უშუალოდ საბრძოლო მოქმედებების ზონაში ცხოვრობს.