არგენტინის ციხიდან სამი საშიში პატიმარი გაიქცა
არგენტინაში უშიშროების ძალები და პოლიცია განსაკუთრებით საშიშ პატიმრებს ეძებენ, რომლებიც ციხიდან გაიქცნენ. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
სამივე პირს სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. მათ 2008 წელს სამი ბიზნესმენი გაიტაცეს და მოკლეს.
ბუენოს აირესის გუბერნატორმა მარია ევგენია ვიდალმა მომხდარის გამო ადგილობრივი პენიტენციური სისტემის ხელმძღვანელი თანამდებობიდან გადააყენა, ვინაიდან, მისი ვარაუდით, დამნაშავეები ციხის პერსონალის დახმარებით გაიქცნენ.