სუპერმარკეტებიდან ვადაგასული კვერცხი და კარაქი ამოიღეს

  სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის სამმართველოს წარმომადგენლებმა რამდენიმე სუპერმარკეტიდან ვადაგასული სურსათი ამოიღეს.
როგორც „კვირას“ სურსათის ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, უწყების თანამშრომლებმა ვადაგასული პროდუქტი დოლიძის ქუჩაზე მდებარე შპს “ლიდია +”-სა და ფანასკერტელის ქუჩაზე – “Victoria G”-ში ამოიღეს. დაილუქა 210 ცალი კვერცხი, სხვადასხვა წარმოების კარაქი, სამარხვო სპრედი, შოკოლადის კარაქი, მოხარშული ძეხვი, “სერველადი”, ჩიპსი, ორცხობილა, რულეტი, შოკოლადის კანფეტები. ვადაგასული სურსათი კანონმდებლობის შესაბამისად განადგურდება.
ეტიკეტირების წესის დარღვევა გამოვლინდა ჩიქოვანის ქუჩაზე მდებარე შპს “გიკას” სუპერმარკეტ “ბიმში”, რის გამოც, სურსათის/ ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 741 მუხლის შესაბამისად, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა 400 ლარით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები