ირაკლი აბუსერიძემ თავისი სამაჟორიტარო ოლქის მოსახლეობას დამდეგი ახალი წელი მიულოცა
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარმა წევრმა ირაკლი აბუსერიძემ, ამავე რაიონის ტერიტორიული ერთეულის ხელმძღვანელთან, ხვიჩა ჩალაბაშვილთან ერთად, საახალწლო ნაძვის ხე საზეიმო ვითარებაში გაანათა და ვაზისუბნისა და მე-8 ლეგიონის მოსახლეობას დამდეგი ახალი წელი მიულოცა.
ღონისძიებაზე ბავშვებს საახალწლო საჩუქრები თოვლის პაპამ დაურიგა.
როგორც ირაკლი აბუსერიძემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, მისი მიზანი ვაზისუბნის მოსახლეობისთვის უკეთესი გარემოს შექმნაა. თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, საკრებულოს წევრი best market -ის მფლობელთან, ლევან დავითაშვილთან ერთად, სოციალურად დაუცველ ოჯახებს ესტუმრა, ახალი წელი მიულოცა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
„სოციალურად დაუცველი ბავშვების მთავარ პრობლემას, ძირითადად, ოჯახებში არსებული არასათანადო მატერიალური სიტუაცია წარმოადგენს. ამიტომ მათთვის ჩვენი თანადგომა და დახმარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ვფიქრობთ, ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ ამ ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესებას’’,-განაცხადა ირაკლი აბუსერიძემ.