გიორგი მღებრიშვილი შს სამინისტროს თანამშრომლებს მადლობას უხდის

„პოლიციელები თავისი სიცოცხლის და ჯანმრთელობის რისკის ფასად, 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ, ეს ნამდვილად დასაფასებელია“ – განაცხადა შს მინისტრობის კანდიდატმა გიორგი მღებრიშვილმა საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
გიორგი მღებრიშვილი საქართველოს პარლამენტში, მინისტრობის კანდიდატების მოსმენისას, იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, საპროცედურო საკითხთა და წესების, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით წარდგა, სადაც მან შს სამინისტროში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრა.
„24-საათიან რეჟიმში მუშაობენ პოლიციელები თავისი სიცოცხლის და ჯანმრთელობის რისკის ფასად, ეს ნამდვილად დასაფასებელია. ეს ადამიანები გვაცილებენ იმდენ ხიფათს, რამდენსაც უბრალოდ ვერ მოვყვები აქ და ალბათ თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია ეს გავიაზროთ. მე აქედან მათ კიდევ ერთხელ მადლობა მინდა ვუთხრა ამისთვის“, – აღნიშნა გიორგი მღებრიშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები