ოთარ დანელია: მიმდინარე წელი საკმაოდ რთული იყო

სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა, ოთარ დანელიამ აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, რომ მიმდინარე წელი საკმაოდ რთული იყო იმ გამოწვევებიდან გამომდინარე, რაც არა მხოლოდ საქართველოში, არამედ, ზოგადად, რეგიონში ხდებოდა.
“მიმდინარე წელი საკმაოდ რთული იყო, გამომდინარე იმ გამოწვევებიდან, რაც არა მხოლოდ საქართველოში, არამედ, ზოგადად, რეგიონში ხდებოდა. კლება იყო ყველა ეკონომიკური პარამეტრის კუთხით, როგორც იმპორტის, ისე ექსპორტის ნაწილში, მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა, ვიტყოდი, რომ იყო წარმატებული წელი, რასაც ციფრებიც მეტყველებს”, – განაცხადა დანელიამ.
ოთარ დანელიამ ყურადღება გაამახვილა პრიორიტეტულ საექსპორტო მიმართულებებზე და ასეთებად თხილი, ღვინო, მინერალური წყლები და სპირტიანი სასმელები დაასახელა.
მისივე ინფორმაციით, 2014-2015 წლებში, ექსპორტის კუთხით ლიდერია თხილი და ღვინო.
რაც შეეხება ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტს, დანელიას განცხადებით, 2012 წელთან შედარებით სხვაობა საკმაოდ დიდია.
“90%-ზე მეტით არის გაზრდილი აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში. ამ კუთხით დიდი გავლენა მოახდინა ღრმა და ყოვლისმომცველმა სავაჭრო შეთანხმებამ, რომლის ფარგლებში 169 მილიონს ავცდით ევროკავშირთან ექსპორტის ნაწილში”, – განაცხადა დანელიამ.
მინისტრობის კანდიდატმა ბაზრების დივერსიფიკაციის მნიშვნელობაზც ისაუბრა და განმარტა, რომ ეს გულისხმობს ახალი ბაზრების, მათ შორის არატრადიციული ბაზრების მოძებნას. “სტაბილური სავაჭრო პარტნიორები არის ძალიან მნიშვნელოვნაი დარგისთვის”, -განაცხადა დანელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები