“სპექტრში“ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

საზოგადოებრივი კოლეჯი „სპექტრის“ სტუდენტებისა და სტუდენტთა სერვისის კოორდინატორის ორგანიზებით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს კოლეჯის სტუდენტებმა: სერგეი ზელნიკოვმა და ლუკა მანაგაძემ, ასევე შედგა ანსაბლის “მომავალი თაობა იმედი” წარდგინება, რომელსაც კოლეჯის კურსდამთავრებული ქორეოგრაფი მარიამ ბიძინაშვილი უძღვებოდა.
ანსამბლის “მომავალი თაობა იმედი” დამფუძნებელია გიორგი ლიპარიშვილი, ის ანსამბლს მარიამ ბიძინაშვილთან ერთად უძღვება. ანსამბლი მოღვაწეობს 2012 წლიდან. სხვა მრავალ ჯილდოსთან ერთად აღებული აქვს 2 ოქროს მართვე, 2012-2013 წლებში, მონაწილეობა მიღებული აქვს მრავალ კონკურსში.
ღონისძიებას სტუდენტთა სერვისის კოორდინატორი უძღვებოდა.
ცნობისთვის, „სპექტრში“ უკვე ორი წელია, რაც შექმნილია ადაპტირებული გარემო და არსებობს ინკლუზიური განათლების მიმართულება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები