„ჯენერიკების ფართო სპექტრი ბაზარზე აუცილებელია, მომხმარებლისთვის ეს შეღავათია და მივესალმები ასეთ რეალობას“

„ჰუმანითი ჯორჯიას“ შემოსვლას ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე სპეციალისტები დადებითად აფასებენ.
ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე კომპანია „ჰუმანითი ჯორჯია“ შემოდის. კომპანიის დირექტორის ანდრეი კუზმას განცხადებით, „ჰუმანითი ჯორჯია“ ახალ ბაზარზე ამბიციური გეგმებით შემოდის და უახლოეს მომავალში მედიკამენტების ფართო სპექტრს შესთავაზებს.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, მათი პრეპარატების პირველი პარტია ხშირი მოხმარების მედიკამენტებით იქნება წარმოდგენილი და საქართველოში უკვე დეკემბრის ბოლოს შემოვა.
ახალი ფარმაცევტული კომპანიის შემოსვლას დადებითად აფასებენ სპეციალისტები, მედიკოსები და პოლიტიკოსებიც და განმარტავენ, რომ ეს ფაქტი ქვენის ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენციას შეუწყობს ხელს და მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობას გაზრდის. „ჩვენი კომპანიია ახალგაზრდაა, მაგრამ ჩვენი უპირატესობაა, რომ კომპანიის მენეჯმენტი დაკომპლექტებულია მსოფლიო გამოცდილების მქონე საუკეთესო სპეციალისტებით. კომპანიის თანამშრომელთა დიდ ნაწილს აქვს ისეთ მსოფლიო ბრენდებში მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება, როგორებიცაა SANOFI, PFIZER და სხვა. „ჰუმანითი ჯორჯია“, ეს არის დინამიურად განვითარებადი კომპანია, რომელიც ამბიციური გეგმებით შემოდის საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე. ჩვენი მიზანია, დავმკვიდრდეთ ქართულ ფარმაცევტულ ბიზნესში, როგორც ხელმისაწვდომი, უსაფრთხო და ხარისხიანი პრეპარატების მიმწოდებელი კომპანია“, – აცხადებს ანდრეი კუზმა. კუზმას ინფორმაციით, მათი პრეპარატების ხარისხი დადასტურებულია მწარმოებლის EU GMP სერთიფიკატით და ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სერთიფიკატის მქონე ლაბორატორიის მიერ ჩატარებული სერიული კონტროლით. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მოადგილე მეცნიერების დარგში პაატა იმნაძე გამოეხმურა ჯენერიკ მედიკამენტების სპექტრის გაფართოების ინიციატივას და აღნიშნა, რომ ჯენერიკები მთელ მსოფლიოში ყიდება. როგორც ამერიკაში, ისე ევროპაში. მათი ერთ–ერთი დადებითი მხარე მისი ფასია. „ჯენერიკი ფარმაცევტულ ბაზარს შედარებით აიაფებს და კონკურენციის გაზრდას უწყობს ხელს. რაც უფრო მეტი მოთამაშეა ბაზარზე, მით უფრო მოგებული რჩება მომხმარებელი. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გაიდლაინშიც წერია, რომ ჯენერიკების მოხმარება მისაღები და კარგი, ასევე აპრობირებულია მსოფლიოში. შესაბამისად, ახალი კომპანიის ,,ჰუმანითი ჯორჯიას“ გამოჩენა ბაზარზე მისასალმებელია. ჯენერიკების ფართო სპექტრი ბაზარზე აუცილებელია, მომხმარებლისთვის ეს შეღავათი იქნება და მივესალმები ასეთ რეალობას. ბაზარზე უნდა იყოს ბევრი მოთამაშე, ეს აქსიომაა“. (R)

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები