ნიგერიაში თხევადი აირის ცისტერნის აფეთქების შედეგად 100 ადამიანი დაიღუპა

100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა ნიგერიაში, თხევადი აირის ცისტერნის აფეთქების შედეგად. ამის შესახებ „ასოშიეიტედ პრესი“ იუწყება. ტრაგედია ქალაქ ნნევიში, ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, გაზგასამართ სადგურზე მოხდა. აფეთქების მომენტში ქარხნის ტერიტორია სავსე იყო ხალხით, რომლებიც საყოფაცხოვრებო გაზის ბალონების ასავსებად მივიდნენ. „ასოშიეიტედ პრესის“ წყაროს ინფორმაციით, ცხედრები ისეა დასახიჩრებული, რომ მათი ამოცნობა პრაქტიკულად შეუძლებელია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები