პრეზიდენტმა 238 მსაჯვრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა წინასაახალწლოდ 238 მსჯავრდებული შეიწყალა, რომელთაგან 18 ქალი და 3 არასრულწლოვანია.
შეწყალების კომისიის თავმჯდომარის ზვიად ქორიძის განცხადებით, შეწყალებულთაგან 172 მსჯავრდებული საპატიმროს დღესვე დატოვებს. როგორც ქორიძემ აღნიშნა, იმ ადამიანებს შორის, ვინც საპატიმროს დატოვებს 11 ქალი და 2 არასრულწლოვანია.
დანარჩენი 66 მსჯავრდებულს სასჯელი შეუმცირდათ, ისინი საპატიმრო დაწესებულებებში დარჩებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები