პარლამენტში უმრავლესობის სხდომას ირაკლი ღარიბაშვილი ესწრება

პარლამენტში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს, რომელზეც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი უნდა დასახელდეს.
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის ნუკრი ქანთარიას განცხადებით, კოალიციის წევრები შეთანხმდნენ, რომ ახალი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი იქნება.
„იქნება გიორგი კვირიკაშვილი, ჩვენ ამაზე უკვე შეჯერებულები ვართ. რაც შეეხება ბატონ ირაკლის, ის ძალიან წარმატებული პრემიერ-მინისტრი იყო. მან ძალიან რთულ დროს ჩაიაბარა თანამდებობა და საკამაოდ კარგი შედეგები დადო“, – განაცხადა ქანთარიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები