ხვალიდან თბილისში საახალწლო ღონისძიებები დაიწყება (ფოტოკოლაჟი)

საახალწლო ღონისძიებები თბილისში 25 დეკემბრიდან დაიწყება და 3 იანვრამდე გასტანს.

როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, ვარდების რევოლუციის მოედანი 10 დღით საახალწლო ქალაქად გადაიქცევა. “ჯადოსნური ქალაქის სტუმრებს, საშუალება ექნებათ, საგანგებოდ მოწყობილ და მორთულ სახლებში, დააგემოვნონ გლინტვეინი, კრეპები, ორცხობილები, „ბელგიური ვაფლი“ და სხვა საახალწლო ნუგბარი; შეიძინონ სუვენირები, ნაძვის ხის სათამაშოები და ხელნაკეთი ნივთები. საახალწლო ქალაქში, ყოველდღიურად სხვადასხვა ჟანრის კონცერტები და DJ-ების ფესტივალი გაიმართება. საახალწლო ქალაქში მოძრაობისა და პანტომიმის თეატრის მსახიობები პერფორმანსებს, მსვლელობებსა და კარნავალებს მოაწყობენ. გარდა კულტურული ღონისძიებისა საახალწლო ქალაქი დატვირთული იქნება სპორტული და საბავშვო აქტივობებით. ქალაქში დამონტაჟებულ ყინულის მოედანზე ყოველდღიურად გაიმართება მოციგურავეების შოუები და სპორტული შეჯიბრებები. მსურველებს საშუალება ექნებათ თვალყური ადევნონ ქუჩის კალათბურთის მატჩებს, სხვადასხვა შოუებს ბატუტზე და პარკურს. თბილისის მერიის ინფორმაციით, ქალაქის მცირეწლოვანი სტუმრებისთვის კონცერტებს „ბასტი-ბუბუსა“ და „ბზიკების“ სტუდიის ბავშვები გამართავენ. მოეწყობა თოჯინური თეატრების წარმოდგენები და ფოტო გადაღების კუთხეები. ბავშვების განწყობაზე სხვადასხვა ზღაპრის გმირები იზრუნებენ. საახალწლო ქალაქში დროში მოგზაური სანტა იცხოვრებს. მოეწყობა პლანეტარიუმი, სადაც პატარა გამომგონებლების ნამუშევრები გამოიფინება. 10 დღის განმავლობაში საახალწლო ქალაქი ყველა ასაკის სტუმარს უმასპინძლებს”, – ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

12431204_1008313405901207_2101980114_n

535347_1225219537494644_5990491471945822646_n

940989_1225219590827972_6662024656863630853_n

1915418_1225219610827970_8180430344389555285_n

1934420_1225221244161140_1616148779516451596_n

12321608_1225219667494631_672484133209661368_n

12376112_1225219554161309_1589735704110781881_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები