თურქეთში გემის ჩაძირვის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა
თურქეთის ქალაქ იზმირთან მდებარე სანაპიროსთან მიგრანტებით სავსე ხის ნავის ჩაძირვის შედეგად, 18 ადამიანი დაიღუპა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, გარდაცვლილთა შორის ექვსი ბავშვია.
მათივე ინფორმაციით, ნავი საბერძნეთის კუნძულ ლესბოსისკენ მიემართებოდა და ის თურქეთის სანაპიროდან ორი მილის დაშორებით ჩაიძირა. წყაროს ინფორმაციით, მომხდარიდან რამდენიმე წუთში მაშველებმა 21 ადამიანის გადარჩენა მოახერხეს. თურქეთის სანაპირო დაცვის სამსახური კიდევ ორი დაკარგულის ძებნას განაგრძობს.