“პაატა – ჩემთვის საპატივცემულო ადამიანი სცენაზე, არ მინდა იქცეს არაპატივსაცემ ადამიანად პოლიტიკურ ასპარეზზე”
პაატა – ჩემთვის საპატივცემულო ადამიანი სცენაზე, არ მინდა იქცეს არაპატივსაცემ ადამიანად პოლიტიკურ ასპარეზზე, – ასე გამოეხმაურა“ საქართველოს განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელის განცხადებას საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი გიორგი ვოლსკი.
როგორც დეპუტატი აცხადებს, ხმამაღალი განცხადებები ფონდის წარმომადგენლების მხრიდან მედიისა და საზოგადოების ყურადღების მიპყრობას ცდილობენ.
“სპეკულაციად მიმაჩნია ბევრი განცხადება, რომ ყურადღება მიიპყრონ. პაატა ჩემთვის საპატივცემულო ადამიანი სცენაზე, არ მინდა იქცეს არაპატივსაცემ ადამიანად პოლიტიკურ ასპარეზზე,”- აცხადებს ვოლსკი.
საქართველოს განვითარების ფონდის“ დამფუძნებლის, პაატა ბურჭულაძის განცხადებით, ფონდი დაფუძნდა იმისთვის, რომ ქვეყანაში “ნეპოტიზმის, არაპროფესიონალიზმის, უპასუხისმგებლობის, გულგრილობისა და შიშის ეპოქა დაასრულოს“.