თეონა ყოლბაიას პატიმრობიდან გათავისუფლებას BBC-მ სტატია მიუძღვნა
მსჯავრდებულ თეონა ყოლბაიას პირდაპირ სცენიდან გათავისუფლების უპრეცედენტო შემთხვევის შესახებ BBC წერს.
სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, BBC-ს სტატიაში აღნიშნულია, რომ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა მუსიკალურ ტელეპროექტში მონაწილე თეონა ყოლბაიას მისი გათავისუფლების შესახებ სცენაზე ამცნო.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, კახა კახიშვილმა „იმედის“ პირდაპირ ეთერში, „ვოისის“ მონაწილე, მსჯავრდებული თეონა ყოლბაია პატიმრობიდან გაათავისუფლა.