23-25 დეკემბერს დუშეთის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს გაზმომარაგება შეეზღუდება

დუშეთის რამდენიმე სოფელს დღეს ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდა.
კერძოდ, ბუნებრივი გაზი ჭოპორტის, ბულაჩაურის, წითელსოფლისა და კუბრიაანთკარის მაცხოვრებლებს არ მიეწოდებათ.
როგორც “კვირას“ კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზიდან“ აცნობეს, აბონენტებისთვის გაზმომარაგების შეწყვეტის მიზეზი, გაზსადენზე მიმდინარე სარემონტო-საექსპლუატაციო სამუშაოები გახდა.
აბონენტებს ბუნებრივი გაზის მიწოდება 25 დეკემბრის 15:00 საათიდან, სამუშაოების დასრულებისთანავე, ეტაპობრივად აღუდგებათ.
კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი” აბონენტებს ბოდიშს უხდის დისკომფორტისთვის და მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ სახლებში არსებული გაზის ონკანები, უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.
დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ „სოკარ ჯორჯია გაზის” „ცხელ ხაზზე“: 16 114, ან ეწვიეთ ვებპორტალს: www.mygas.ge.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები