მთავარი პროკურორი ოფიციალური ვიზიტით თურქეთში გაემგზავრა
საქართველოს მთავარი პროკურატურის დელეგაცია, თურქეთის რესპუბლიკის საკასაციო სასამართლოს მთავარი პროკურორის მეჰმედ აქარჯას ოფიციალური მიწვევით, თურქეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა.
მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის ხელმძღვანელობით, ქალაქ ანკარაში ოფიციალური ვიზიტით მყოფი დელეგაცია ორი სახელმწიფოს სამართალდამცავ ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით სამუშაო შეხვედრებს გამართავს თურქეთის რესპუბლიკის საკასაციო სასამართლოს მთავარ პროკურორთან და თურქეთის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრთან. დელეგაციაში შედიან: საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძე, მთავარი პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ჩილინგარაშვილი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი შოთა ტყეშელაშვილი.