ლევან მურუსიძე: ირინა ენუქიძის თამარ მეფის ორდენით დაჯილდოება სწორი გადაწყვეტილება იყო
პრეზიდენტის მიერ ირინა ენუქიძის თამარ მეფის ორდენით დაჯილდოება სწორი გადაწყვეტილება იყო, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ლევან მურუსიძემ განაცხადა. მისი თქმით, დაჯილდოება შეიძლებოდა უფრო ადრეც მომხდარიყო და არ დამთხვეოდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებას – პარასკევს არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით.
“მინდა მთლიანად სასამართლოს პოზიცია გამოვხატო, რომ ჩვენ ვუერთდებით იმ გადაწყვეტილებას, რომლითაც ირინა ენუქიძეს მიენიჭა შესაბამისი ორდენი და მიგვაჩნია, რომ ირინა ენუქიძე იყო ღირსეული ქალბატონი, რომელიც, მართლაც, იბრძოდა იმ უფლებებისთვის და იმ უკეთესი ცხოვრებისთვის, რომელიც ჩვენ ყველას გვინდა ქვეყანაში, უბრალოდ, ვფიქრობთ, შეიძლებოდა ეს უფრო ადრე გაკეთებულიყო და ეს ფაქტი არ დამთხვეოდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებას – პარასკევს არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით. ვფიქრობთ, ამან განაპირობა საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადატანა და სასამართლო გალანძღვის ობიექტი გახდა”, – განაცხადა ლევან მურუსიძემ.