„ევროსტრუქტურებში ფორმირებულია აზრი, რომ საგარეჯოს არჩევნები გაყალბდა“

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“ სტრასბურგსა და ბრიუსელში შეხვედრები გამართა.
როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ირმა ინაშვილმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, შეხვედრები ევროკომისიაში და ევროპარლამენტში გაიმართა. პარტიის ლიდერებმა: დავით თარხან-მოურავმა და ირმა ინაშვილმა ევროკომისიაში ადამიანის უფლებათა დაცვის და საგარეო საქმეთა დეპარტამენტებში გამართულ შეხვედრებზე, სხვა აქტუალურ თემებთან ერთად, საგარეჯოს არჩევნებზეც ისაუბრეს.
„ნიშანდობლივი იყო ის, რომ ჩვენ არ გვიხდებოდა იმის ახსნა, რა მოხდა საგარეჯოში 2015 წლის ოქტომბერში. თვითონ ევროსტრუქტურის წარმომადგენლები გვიხსნიდნენ და გვიყვებოდნენ, რა მანიპულაციები განხორციელდა მუხროვანის სამხედრო ბაზაზე და ღია კითხვას ტოვებდნენ, როგორ მოხდა, რომ ჯარის 100%-მა მხარი მაინცდამაინც ერთ კანდიდატს დაუჭირა. ევროსტრუქტურებში ფორმირებულია აზრი, რომ საგარეჯოს არჩევნები გაყალბდა“,- განაცხადა ირმა ინაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები