გიორგი ინწკირველის დაკავებასთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს მთავარი პროკურატურის მრჩეველის გიორგი ინწკირველის დაკავებასთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მიმდინარე გამოძიებით დგინდება, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ბრალდებული ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მოქალაქეს, რის შემდეგაც ინციდენტის ადგილზე მისულ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს მოთხოვნაზე – დაეცვა საზოგადოებრივი წესრიგი, არ დაემორჩილა და ძალადობის გამოყენებით გაუწია წინააღმდეგობა.
„2015 წლის 22 დეკემბერს, საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექციის მიერ ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა საქართველოს მთავარი პროკურატურის მრჩეველი გიორგი ინწკირველი. მიმდინარე გამოძიებით დგინდება, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ბრალდებული ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მოქალაქეს, რის შემდეგაც ინციდენტის ადგილზე მისულ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს მოთხოვნაზე – დაეცვა საზოგადოებრივი წესრიგი, არ დაემორჩილა და ძალადობის გამოყენებით გაუწია წინააღმდეგობა. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით, 353-ე მუხლის პირველი ნაწილით და 151-ე მუხლით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით“,-აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები