ლალი მოროშკინა: არსებობს ერთი ადამიანი, რომელმაც საქართველო გადაარჩინა

“ძლიერი ქალი-ძლიერი სახელმწიფოს” დამფუძნებელი, ჟურნალისტი ლალი მოროშკინა სასჯელაღსრულების მინისტრის გუშინდელ გადაწყვეტილებას, თეონა ყოლბაიას პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ ეხმაურება. ლალი მოროშკინას მიაჩნია, რომ გუშინდელმა ღამემ ყველა ადამიანი გააკეთილშობილა.
„აი ყველაფერს ვიფიქრებდი ჩემს მრავალტანჯულ ცხოვრებაში, მაგრამ იმას, რომ ვიქნებოდო სასჯელაღსრულების და შსს მინისტრების (კახა, გოგა) ოფიციალური ფანი, ვერასოდეს! ყველაფერს ვიფიქრებდი, იმის გარდა, რომ ყოფილი ფეხბურთელი ნელ-ნელა ბრძენ და მჭევრმეტყველ პოლიტიკოსად გადაიქცეოდა! ყველაფერს ვიფიქრებდი, იმის გარდა, რომ ახალგაზრდა პრემიერის და მისი ოჯახის დაცვას უაზრო თავდასხმებისგან საკუთარი ღირსების საქმედ ჩავთვლიდი! ყველაფერს ვიფიქრებდი, იმის გარდა, რომ საქართველოში პატიმრები სცენაზე იდგებოდნენ და, მით უმეტეს, ამ სცენიდან გათავისუფლდებოდნენ! ყველაფერს ვიფიქრებდი იმის გარდა, რომ…
…და კიდევ, არსებობს ერთი ადამიანი, რომელმაც საქართველო გადაარჩინა და რომ მითხრას: – მორო, შენი ადგილი სოფელშია, წადი, კომბოსტოს მიხედეო – წავალ! ასე, რომ არასოდეს თქვა, არასოდეს… გუშინდელმა ღამემ გაგვაკეთილშობილა…“ – წერს ლალი მოროშკინა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ ქართულ სატელევიზიო სივრცეში უპრეცედენტო ფაქტი მოხდა. ტელეკომპანია “იმედის” პროექტ “ვოისის” კონკურსანტი, პატიმარი თეონა ყოლბაია სასჯელაღსრულების მინისტრმა პირდაპირ ეთერში, პატიმრობიდან გაათავისუფლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები