გრაფიკული დიზაინის კონკურსის დაჯილდოება და გამოფენა -“ოპტოგრამა 2015” გაიმართება

თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის ხელშეწყობით მიმდინარეობს პროექტი “ოპტოგრამა 2015”. გრაფიკული დიზაინის კონკურსზე წარმოდგენილი პლაკატების გამოფენა და გამარჯვებული პლაკატების ავტორების დაჯილდოება გაიმართება სასტუმროში Rooms Hotel Tbilisi-ს „პარკინგ-ჰოლში“ (–1 დონეზე). კონკურსში მონაწილეობის მიღება შეეძლოთ როგორც პროფესიონალ გრაფიკოს დიზაინერებს, ასევე პლაკატის დიზაინის მიმართულებით დაინტერესებულ ნებისმიერ მსურველს.
ჟიურის წევრების მიერ განსაზღვრული შედეგების საფუძველზე გამოვლინდა გამარჯვებული შემდეგი თემებიდან: 1. “ტყე შეშა არ არის” – ნომინაცია დაწესდა პროექტის “ტყის მდგრადი მართვა საქართველოში” ფარგლებში. ნომინაციის მხარდამჭერია კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) 2. სარეკლამო პოსტერი ევროპული სკამების სალონისთვის TON-ი. საგამოფენოდ არჩეული პლაკატების ავტორები: ნინო ხვინგია, ანა კალანდარიშვილი, ირაკლი დათუკიშვილი, მანანიკო კობახიძე, მარიამ ჭელიძე, რუსუდან წიქარიშვილი, ელენე ჟორჟოლიანი, ელისო კირვალიძე, ია მელაძე, ირინე ორაგველიძე, ნატო ბაგრატიონი, ნინუცა შატბერაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები