გიგლა აგულაშვილმა და „მეთევზეთა კლუბის“ პრეზიდენტმა მემორანდუმს ხელი მოაწერეს
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა და საქართველოს „მეთევზეთა კლუბის“ პრეზიდენტმა შოთა კვარაცხელიამ თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
როგორც “კვირას” სამინისტროდან აცნობეს, მხარეები კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, გამოცდილებას სამოყვარულო და სპორტული თევზჭერის პოპილარიზაციაში, საქართველოს შიდა წყალსატევებში თევზის ბუნებრივი მარაგის კვლევასა და აკვაკულტურის განვითარებაში გაუზიარებენ.
მემორანდუმი ასევე ითვალისწინებს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას სამოყვარულო და სპორტული თევზჭერის სფეროში.