თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის 206-ე კილომეტრზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული აღდგენითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 206-ე კილომეტრზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
როგორც “კვირას” საავტომობილო გზების დეპარტამენტდან აცნობეს, მოძრაობა ცენტრალურ მაგისტრალზე გადაერთო.
გუშინ საღამოს, ინტენსიური წვიმების შედეგად, მდინარე ჩხარას ადიდების გამო, საგზაო მონაკვეთი დაზიანდა და ავტოტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილების მიზნით მოძრაობა დაიკეტა.
ავტოტრანსპორტის გადაადგილება შემოვლითი გზით ხორციელდებოდა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები