პრეზიდენტი სანდრო გირგვლიანის და ირინე ენუქიძის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საპატრიარქოში, სანდრო გირგვლიანისა და ირინე ენუქიძის სულის მოსახსენიებელ პარაკლისს დაესწრო, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა აღავლინა.
საქართველოს პრეზიდენტს კათოლიკოს პატრიარქმა ირინე ენუქიძის დაჯილდოებისთვის მადლობა გადაუხადა.
პანაშვიდს სანდრო გირგვლიანის ოჯახის წევრები, მეგობრები და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
დღეს პრეზიდენტმა სანდრო გირგვლიანის დედა ირინე ენუქიძე სიკვდილის შემდეგ, თამარ მეფის ორდენით დააჯილდოვა.
მარგველაშვილმა დაჯილდოების ცერემონიაზე ირინა ენუქიძის ღვაწლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის ბრძოლის სიმბოლო გახდა, რომელსაც ჰუმანურობისთვის, ადამიანისა და სიცოცხლის უფლებისთვის, ასევე, ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა ერქვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები