მეუღლის და შვილის მკვლელობაში ბრალდებულის დედა პირველ კომენტარს აკეთებს – მე არ გამიზრდია მკვლელი შვილი

„ჩემი შვილი არ მოკლავდა თავის მცირეწლოვან შვილს”, – ამის შესახებ მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულის მაგდა პაპიძის დედამ სასამართლო პროცესის შემდეგ განაცხადა.
როგორც ბრალდებულის დედა ლია შამუგია აცხადებს, მაგდა იშვიათი დედა იყო და საკუთარ შვილს არ მოკლავდა.
რაც შეეხება მისი შვილისა და გარდაცვლილი მეუღლის ურთიერთობას, შამუგია აცხადებს, რომ მათ კონფლიქტი ჰქონდათ.
„ჩემი შვილი არ მოკლავდა თავის მცირეწლოვან შვილს. ძალიან თბილად მყავს გაზრდილი და ძალიან კარგი დედა იყო. ჩემ შვილზე ვერ ვიტყვი რომ მკვლელია. გამორჩეული დედა იყო. ეს ყველაფერი გარდაუვალია, შოკია ჩემთვის. იშვიათი დედა იყო. მე არ გამიზრდია მკვლელი შვილი. ცოლ-ქმარს კარგი ურთიერთობა ჰქონდა, თუმცა ბოლოს რა მოხდა არ ვიცი. კონფლიქტი კი ჰქონდათ, თუმცა ამას არავინ მოელოდა“, – განაცხადა პაპიძის დედამ.
მეუღლისა და მცირეწლოვანი შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
წინასასამართლო სხდომა მომავალი წლის 10 თებერვალს, 12:00 საათზე ჩაინიშნა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა 20 დეკემბერს, გამთენიისას ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მეუღლეს, 1988 წელს დაბადებულ ომარ ქ.-ს ბლაგვი საგნით თავის არეში მრავლობითი დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა. შემდეგ მაგდა პაპიძემ გაგუდა მცირეწლოვანი შვილი. მან კვალის დაფარვის მიზნით, ცხედრები თავისი საცხოვრებელი ბინიდან კორპუსის წინ ეზოში გაიტანა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მაგდა პაპიძეს 109-ე მუხლით ბრალი უკვე წაუყენეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები