შვილისა და მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და შვილისა და მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
საქალაქო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მიიღო.
შეგახსენებთ, რომ საქალაქო სასამართლო მაგდა პაპიძის აღმკვეთი ღონისძიების საკითხს იხილავდა.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარ პატიმრობას ითხოვდა. დაცვის მხარე კი ბრალდებულის დარბაზიდან გათავისუფლებას.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა 20 დეკემბერს, გამთენიისას ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მეუღლეს, 1988 წელს დაბადებულ ომარ ქ.-ს ბლაგვი საგნით თავის არეში მრავლობითი დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა.
შემდეგ მაგდა პაპიძემ გაგუდა მცირეწლოვანი შვილი. მან კვალის დაფარვის მიზნით, ცხედრები თავისი საცხოვრებელი ბინიდან კორპუსის წინ ეზოში გაიტანა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მაგდა პაპიძეს 109-ე მუხლით ბრალი უკვე წაუყენეს.
როგორც “კვირას” საქალაქო სასამართლოში განუცხადეს, წინასასამართლო სხდომა 2016 წლის 10 თებერვალს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები