გამოფენა: „ოლესია თავაძე – ჩემი რობერტ ფროსტი“, „საახალწლო ვარიაციები“ გაიხსნება

23 დეკემბერს, 18:00 საათზე, საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი წარმოგიდგენთ საგამოფენო პროექტს: „ოლესია თავაძე – ჩემი რობერტ ფროსტი“, „საახალწლო ვარიაციები“.
რობერტ ფროსტი (1874-1963) პოეტი-ფილოსოფოსია, რომელსაც განსაკუთრებული ადგილი უკავია XX ს-ის ამერიკულ კულტურაში. პოეტის შემოქმედება ადამიანური არსებობის ფუნდამენტურ საკითხებს ეხება და საოცარი სიღრმით გადმოსცემს ინდივიდის მარტოსულობას გარემომცველ სამყაროში.
რ. ფროსტი პირველი ამერიკელი პოეტია, რომელიც 1961 წელს, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ინაუგურაციის ოფიციალურ ცერემონიაზე მიიწვიეს. საგამოფენო პროექტი “ჩემი რობერტ ფროსტი“ მნახველს წარუდგენს მხატვარ ოლესია თავაძის არაორდინალურ მხატვრულ ექსპერიმენტს – ჩინური ხელოვნებით ინსპირირებულ გრაფიკულ ნამუშევართა სერიას, რომელიც ვიზუალურ სახეებად ტრანსფორმირებული რ. ფროსტის 36 ლექსისაგან შედგება.
თანამედროვე ქართული ხელოვნების ამ ორიგინალური ნამუშევრებით, კიდევ ერთხელ წარმოჩნდება განსხვავებული მხატვრული ტრადიციების მქონე კულტურათა დიალოგის და საქართველოს, როგორც ამ კულტურათა შეხვედრის ადგილის მნიშვნელობა.
პროექტი განხორციელდა საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ვიზუალური ხელოვნების საერთაშორისო სამეცნიერო ცენტრის მიერ. შობა-ახალი წლის დღესასწაულებთან დაკავშირებით კი პატარებისთვის მუზეუმის საგანმანათლებლო გალერეაში გამოფენით: „საახალწლო ვარიაციები“ ოლესია თავაძე დამთვალიერებლის წინაშე წარდგება დეკორატიულ – გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშებით: თოჯინებით, აპლიკაციებით, მხატვრის მიერ შექმნილი კოსტიუმებითა და ფერწერით.

12375990_10206576889878662_2325707271598955867_n 12376151_10206576889958664_2637837301454339748_n 12391104_10206576893438751_1687677416909626479_n 12391833_10206576893358749_3220557833356253984_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები