დავით საგანელიძე აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკისა და ჩინეთის განვითარების ბანკის მენეჯმენტს შეხვდა

ქართული დელეგაცია, დავით საგანელიძის ხელმძღვანელობით, პეკინში აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკისა და ჩინეთის განვითარების ბანკის მენეჯმენტს შეხვდა.
ფონდის ხელმძღვანელს, დავით საგანელიძეს ჩინეთის საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებთან საუბარი ჰქონდა, საქართველოში განვითარების კორპორაციის კონცეფციასა და სამომავლო გეგმებზე.
აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტი, ძინ ლი ჩუნი მიესალმება დავით საგანელიძის წამოწყებას საქართველოში ფინანსური ინსტიტუტების ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით.
ამავდროულად, მხარეებმა აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკში საქართველოს თანამონაწილეობის საკითხზეც ისაუბრეს. პრეზიდენტ ჩუნის ინიციატივით დაჩქარდება ეკონომიკის სამინისტროდან რატიფიცირების წერილის გაგზავნა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
ჩინეთის ექსპორტ-იმპორტის ბანკის პრეზიდენტის აღნიშვნით ბოლო ორი წელიწადია, რაც საქართველოში აქტიურად დაიწყეს ჩინელმა მეწარმეებმა საქართველოში ინვესტირება. ისინი უშუალოდ ექსპორტ-იმპორტის ბანკის დახმარებით და მხარდაჭერით შედიან ქართულ ბაზარზე. შესაბამისად, საინტერესო პროექტების შემთხვევაში ბანკი აუცილებლად განაგრძობს ინვესტორების დაფინანსებასა და მათთვის ხელის შეუწყობას.
ჩინეთის განვითარების ბანკის გენერალური დირექტორის განცხადებით, კონკრეტული პროექტების არსებობის შემთხვევაში, იქნება ეს ინფრასტრუქტურული, ენერგეტიკული თუ სხვა სახის, აუცილებლად აღმოუჩენს მხარდაჭერას იმ კომპანიებს, რომლებიც საქართველოში გადაწყვეტენ კაპიტალის დაბანდებას, განსაკუთრებით კი მათ, ვინც საპარტნიორო ფონდთან ითანამშრომლებენ. თავის მხრივ, განვითარების კორპორაციის დაარსების შემთხვევაში დირექტორიალის საბჭოზე განიხილავენ აქციათა პაკეტში თანამონაწილეობის საკითხსაც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები