რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი მიხეილ ხოდორკოვსკის პრესმდივნის ბინაში ჩხრეკას ატარებს

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენლებმა რუსი ბიზნესმენისა და ოპოზიციონერის, მიხეილ ხოდორკოვსკის პრესმდივნის, კიულე პისპანენის და საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობის, „ოტკრიტაია როსიას“ თანამშრომლების ბინებში ჩხრეკა ჩაატარეს.
როგორც ამ ორგანიზაციის ვებგვერდზე წერია, ჩხრეკა ხოდორკოვსკის საქმეს უკავშირდება. რამდენიმე დღის წინ საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენელმა ვლადიმერ მარკინმა განაცხადა, რომ ხოდორკოვსკის ბრალი წაუყენეს ნეფტეიუგანსკის მერის, ვლადიმერ პეტუხოვის მკვლელობის საქმეზე. საგამოძიებო კომიტეტმა ხოდორკოვსკის დაპატიმრების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა. მიხეილ ხოდორკოვსკი ამჟამად შვეიცარიაში ცხოვრობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები