გიგლა აგულაშვილი სტუდენტებთან ერთად “ეკოჰაბის” პრეზენტაციას დაესწრო

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში მწვანე სივრცე – “ეკოჰაბი“ შეიქმნა, სადაც სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს საშუალება ექნებათ, დაესწრონ საჯარო ლექციებს, დისკუსიებს და კინოჩვენებებს გარემოსდაცვით თემებზე.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად, „ეკოჰაბის” პრეზენტაციასა და ფილმის: „სახლი – პაემანი პლანეტასთან“  ჩვენებას დაესწრო.
ფილმის დასრულების შემდეგ მასში ასახულ დედამიწის ეკოლოგიურ მდგომარეობასა და საქართველოს გარემოსდაცვითი პრობლემების შესახებ დისკუსია გაიმართა.
მწვანე სივრცეში მსგავსი შეხვედრები მომავალშიც გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები