„უოლ სთრით ჯორნალის“ ინფორმაციით, სირიაში ცხრა რუსი სამხედრო დაიღუპა

სირიაში 9 რუსი სამხედრო დაიღუპა, – ამის შესახებ გამოცემა „უოლ სთრით ჯორნალი“ იუწყება. ამ ინფორმაციის მიხედვით, ეს პირები სამხედრო ბაზაზე ნაღმმტყორცნებიდან გახსნილ ცეცხლს ემსხვერპლნენ. გამოცემის ინფორმაციით, ეს ფაქტი სირიაში ჯერ კიდევ ოქტომბერში მოხდა, მაგრამ მის შესახებ ახლა გახდა ცნობილი.
ჟურნალის ინფორმაციით, რუსი სამხედროები დახურული სამხედრო ჯგუფის – OSM -ის წევრები იყვნენ. ეს დაჯგუფება, მისი ლიდერის ფსევდონიმის გამო, ასევე ცნობილია, როგორც „ვაგნერის ჯგუფი“. ის საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სხვადასხვა შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილეობდა.
ამ ინფორმაციის მიხედვით, 1000-კაციანი „ვაგნერის ჯგუფი“ სირიაში სახელმწიფო ობიექტებს იცავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები